საინფორმაციო ტექნოლოგიები თანამედროვე განათლებაში მარიამ ზაქარიაშვილი, ირაკლი ჭიჭაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვისწავლოთ ვირტუალური თამაშებით Learning Apps დღეს საქართველოში „ბუკების თაობის“ მეექვსე წელს ვითვლით....
More
საინფორმაციო ტექნოლოგიები თანამედროვე განათლებაში მარიამ ზაქარიაშვილი, ირაკლი ჭიჭაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვისწავლოთ ვირტუალური თამაშებით Learning Apps დღეს საქართველოში „ბუკების თაობის“ მეექვსე წელს ვითვლით. „ბუკების თაობა“ ციფრულ საუკუნეში, კომპიუტერული თამაშების, ციფრული კამერებისა და მობილური ტელეფონების გარემოცვაში დაიბადა. მათ კომპიუტერზე მუშაობის სწავლება არ დაჭირვებიათ, ვინაიდან, როდესაც ისინი დაიბადნენ კომპიუტერი უკვე იყო მათ სახლში და კომპიუტერს თამაშ-თამაშით დაეუფლნენ. ინტერნეტი, მობილური კავშირი, პერსონალური კომპიუტერი, ნოუთბუქი, მათთვის მშობლიური გარემოს განუყოფელი ობიექტებია. მათ სკოლაში სწავლა „ბუკებთან“ ერთად დაიწყესსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში - „ბუკი-ისწავლე ხალისით“ www.buki.ge... ამიტომაც, ბუნებრივია ტრადიციული სასწავლო გარემო, ტრადიციული სასწავლო პროცესი და მეთოდები „ბუკელებისთვის“ ხშირად შესაძლოა მოსაწყენი და უინტერესო გახდეს. „პატარა ბუკელები“ ჩვენი თაობისანი არ არიან, რომ დასხდნენ
Less