არაბთა სახალიფო ისლამი-მონოთეისტური რელიგია ისლამი -( ჭეშმარიტი ცოდნის მორჩილება.) VII ს დასაწყისში ჩაისახა არაბეთის ნახ-კუნძულზე, განთქმულ სავაჭრო ქ. მექაში. მექაში მდებარეობდა წმინდა ქვა ქააბა. მექის მნიშვნელობას ზრდიდა ის ფაქტი, რომ იგი მდებარეობდა...
More
არაბთა სახალიფო ისლამი-მონოთეისტური რელიგია ისლამი -( ჭეშმარიტი ცოდნის მორჩილება.) VII ს დასაწყისში ჩაისახა არაბეთის ნახ-კუნძულზე, განთქმულ სავაჭრო ქ. მექაში. მექაში მდებარეობდა წმინდა ქვა ქააბა. მექის მნიშვნელობას ზრდიდა ის ფაქტი, რომ იგი მდებარეობდა საერთაშორისო სავაჭრო გზაზე, ამ გზას უწოდებდნენ „გუნდრუკის გზას“, რადგან სამხრეთ არაბეთში აგროვებდნენ სურნელოვანი ხის ამონაჟონ ფისს- გუნდრუკს, რითაც ვაჭრობდნენ ინდოეთთან და ბიზანტიასთანაც კი. არაბული ტომები მომთაბარე ცხოვრებას მისდევდნენ, მათ შორის გამოირჩოდნენ ბედუინები. ისინი აქლემების მოშინაურებას ანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან იგი კარგი იყო როგორც ტვირთის გადასაზიდად, ასევე გადასაადგილებლად. არაბები წარმართები იყვნენ, ისინი სხვადასხვა მნათობებს და ვარსკვლავებს სცემდნენ თაყვანს, მათი მთავარი საერთო სალოცავი იყო კუბის ფორმის შავი ქვა-ქააბა, რომელიც მექაში იდგა, ეს სალოცავი შემორჩა მხოლოდ ისლამს, დანარჩენი კერპები განადგურდა .
Less