გაკვეთილის გეგმა N 4 მასწავლებლის სახელი, გვარი: პირადი ნომერი: საგანი: ქართული ლიტერატურა სწავლების საფეხური / კლასი: V მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა: 11 (1 სსსმ მოსწავლე) გაკვეთილის თემა: რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „მირანდუხტ“ საჭირო...
More
გაკვეთილის გეგმა N 4 მასწავლებლის სახელი, გვარი: პირადი ნომერი: საგანი: ქართული ლიტერატურა სწავლების საფეხური / კლასი: V მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა: 11 (1 სსსმ მოსწავლე) გაკვეთილის თემა: რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „მირანდუხტ“ საჭირო დრო: 45 წთ. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მხატვრული ტექსტის წაკითხვა და გაგება-გააზრება; განიხილონ და გაარჩიონ ფაქტობრივი და სააზროვნო შეკითხვები; დაეუფლონ ლექსიკურ ერთეულებს; იმსჯელონ მოთხრობის პერსონაჟებზე ტექსტის ფაქტობრივი ინფორმაციის საფუძველზე; გაიაზრონ ტექსტის სათქმელი. გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: 1.მოსმენა - ქართ. V. 1. მოსწავლე აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი. ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება. ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი. 2.კითხვა - ქართ. V. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა
Less