სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლა სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია ჩატარების თარიღი: 15.03.2019 მასწავლებელი: მზია იაკობაძე კლასი: მეხუთე ტიპი: გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული გაკვეთილი საგანი : ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები...
More
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლა სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია ჩატარების თარიღი: 15.03.2019 მასწავლებელი: მზია იაკობაძე კლასი: მეხუთე ტიპი: გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული გაკვეთილი საგანი : ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები თემა: პოსტერი აქტუალურ თემაზე - ( პოსტერის თემა-ეკოლოგიური პრობლემები) დრო: 45 წთ. რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება? აღნიშნული გაკვეთილის ჩატარება განაპირობა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილზე შესასწავლმა თემამ, კერძოდ: „სურათების ჩასმა დოკუმენტში“. რადგან ეკოლოგიური წიგნიერების, როგორც გამჭოლი კომპეტენციის განვითარება მნიშვნელოვანია და სხვადასხვა საგნის ფარგლებშია შესაძლებელი და თავისთავად გულისხმობს გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში. აღნიშნული კომპტენციების განვითარებამ განაპირობა აღნიშნული გაკვეთილის ჩატარება, რადგ
Less