Download book as pdf : 214 by lib.ge - http://www.lib.ge მურაკამი ჰარუკი ალმოდებული ფარდულები შუაღამისას ალმოდებული ფარდულები შუაღამისასის გოგო სამი წლის წინათ მეგობრის ქორწილში გავიცანი. მაშინ ოცდათერთმეტის ვიყავი, ის - ოცის, ესე იგი, სხვაობა ლამის ერთი...
More
Download book as pdf : 214 by lib.ge - http://www.lib.ge მურაკამი ჰარუკი ალმოდებული ფარდულები შუაღამისას ალმოდებული ფარდულები შუაღამისასის გოგო სამი წლის წინათ მეგობრის ქორწილში გავიცანი. მაშინ ოცდათერთმეტის ვიყავი, ის - ოცის, ესე იგი, სხვაობა ლამის ერთი ასტროლოგიური პერიოდი იყო, თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებით ვიყავი დაკავებული: ასაკზე და მსგავს სისულელეებზე ფიქრის დრო სად იყო. კაცმა რომ თქვას, ასეთ რამეებზე არც ის იტკიებდა თავს. მას არც ის აღელვებდა, ცოლი რომ მყავდა. ეტყობოდა, მის წარმოდგენაში ასაკი, ოჯახი და შემოსავალი ისეთი მემკვიდრეობითი რამ იყო, როგორც ფეხის ზომა, ხმის ტემბრი ან ფრჩხილების ფორმა. მოკლედ, არ გახლდათ მერკანტილური ადამიანი. რა ვიცი, ასე მგონია... \"იმ-ვიღაც-რაღაცით\" ცნობილ მასწავლებელთან დადიოდა პანტომიმის გაკვეთილებზე, თან სარეკლამო მოდელად მუშაობდა, ოღონდ ეს საქმე ისე ეზარებოდა, ზოგჯერ აგენტის დანახვას სიკვდილი ერჩია. ბუნებრივია, რომ ამის გამო მისი შემოსავალი ორიოდე გროშს არ აღემატებოდა. ბიუჯეტის გარღვევას ძირითადად რამდენიმე
Less