დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა ხეკორძულას წყალი მისვამს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია. პროლოგი დასვენების დღეს, როცა ტფილისელები კომფორტაბელური ავტოებით მიემგზავრებიან ქალაქგარეთ, ჩვეულებისამებრ ჰიპოდრომზე მივდივარ...
More
დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა ხეკორძულას წყალი მისვამს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია. პროლოგი დასვენების დღეს, როცა ტფილისელები კომფორტაბელური ავტოებით მიემგზავრებიან ქალაქგარეთ, ჩვეულებისამებრ ჰიპოდრომზე მივდივარ ხოლმე. დოღის სეზონი მოთავებულია და ნასუქალ ულაყებს არას ავნებს საქართველოს სამხედრო გზაზე გაჯირითება. ჰიპოდრომზე კარგად იციან ჩემი გარდაუვალი ვნება ცხენოსნობისადმი. «სეირა გნებავთ?» მეკითხება ნოშრევანი, ძველი მეჯინიბე. «სეირა ჩინებული ცხენია, მაგრამ დაცდილი მაქვს, მანქანების ეშინია». «ნავარდა?» თავადვე დასძინა: «ნავარდა ხიდზე გასვლას უფრთხის». «დარდიმანდისათვის რას იტყვით?» «ოჰო, დარდიმანდი ყველაზე მეტად დინჯი ულაყია, არც მანქანებს ეპუება, ხიდზედაც უწყინარად გადადის». დარდიმანდზე შეჩერდა ჩემი არჩევანი. სამხედრო გზა ულამაზესია მსოფლიოს დიდ გზათა შორის, ხოლო დარდიმანდი, ცხენთა შორის უსაჩინოესი. ცხენოსნობა უდიდესი დასვენებაა ჩემთვის. როცა თავწვრილა, მკერდგანიერი, მუხლმაგარი და ყურდაცქვეტილი ცხენი შემომხედავს შრომისაგან წელში გადრეკილს, წინა
Less