დანართი №1 ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ თავი I სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო პრინციპები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ტექნიკური რეგლამენტი „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ“...
More
დანართი №1 ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ თავი I სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო პრინციპები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ტექნიკური რეგლამენტი „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ“ შემუშავებულია საქართველოს კანონის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 2. რეგულირების სფერო 1. ტექნიკური რეგლამენტი შეიცავს სახანძრო უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ადგენენ ადამიანთა ქცევის, წარმოების ორგანიზების ან/და შენობა-ნაგებობების, სათავსების, ტერიტორიის მოვლა-პატრონობის საერთო წესებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, ობიექტების, საწარმოების და ორგანიზაციების (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, შემდგომში - ობიექტები), მათ შორის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლით განსაზ
Less