სამოდელო გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენცია-მედიაწიგნიერება მასწავლებლის სახელი გვარი: თამარ კაკაჩია, პ/ნ 58001005173 საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო საფეხური/ მე-9 კლასი მოსწავლეთა რაოდენობა: 13 (სსსმ...
More
სამოდელო გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენცია-მედიაწიგნიერება მასწავლებლის სახელი გვარი: თამარ კაკაჩია, პ/ნ 58001005173 საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო საფეხური/ მე-9 კლასი მოსწავლეთა რაოდენობა: 13 (სსსმ მოსწავლე არ ირიცხება კლასში) გაკვეთილის თემა: ,,ბრბოს ფსიქოლოგია“ ჩატარების თარიღი : 8/05/2019 წელი გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა გააანალიზონ მხატვრული ტექსტი გიორგი ლეონიძის ,,მარიტა“, მესამე თავი და იმსჯელონ ,,ბრბოს ფსიქოლოგიაზე“ . ფსიქოლოგ გუსტავ ლე ბონის ტექსტის ამონარიდები შეუსაბამონ ლიტერატურულ ტექსტს კითხვის სტრატეგიების გამოყენებით; მოუსმინონ და გაანალიზონ ნაწყვეტი თენგიზ აბულაძის ფილმიდან ,,ნატვრის ხე“ ; შეადარონ ერთ თემაზე შექმნილი ნაწარმოებები, შედარების მატრიცის გამოყენებით; მედიაწიგნიერების მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი, ინერპრეტირება და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება.
Less