ოფოფი ოფოფი უცნაური ფრინველია. მას განუმეორებელი გარეგნობა აქვს: ნისკარტი გრძელი, თავზე - სავარცხელი, ჩაცმულობა - ჭრელი. მიწაზე გოგმანით დადის, ჰაერში - ტალღისებურად ფრენს. მისი სავარცხელი ისლება გაოცებისაგან, ცნობისმოყვარეობისაგან, შიშისაგან,...
More
ოფოფი ოფოფი უცნაური ფრინველია. მას განუმეორებელი გარეგნობა აქვს: ნისკარტი გრძელი, თავზე - სავარცხელი, ჩაცმულობა - ჭრელი. მიწაზე გოგმანით დადის, ჰაერში - ტალღისებურად ფრენს. მისი სავარცხელი ისლება გაოცებისაგან, ცნობისმოყვარეობისაგან, შიშისაგან, კეკლუცობისაგანაც კი. ხეზე ოსტატურად ცოცავვს. ბევრია საქართველოში. ბუდობს ღია ადგილებში, ტყესა და ველში, მდინარესთან და ადამიანებთან ახლოს. აფრთხობს მტერს მოშავო - მოყავისფრო სითხის გამოყოფით, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს, რის გამოც მას მყრალს ეძახიან. მამალ ოფოფს ჭრელი ქოჩორი აქვს, დედალს კი - მხოლოდ გამრავლების პერიოდში. გამოსაზამთრებლად თბილ ქვეყნებში იფრინავენ.
Less