ანბანი მაღალი მთიდან, წყარომ ანკარამ წვეთ-წვეთად მთიდან ბარში გატარა და წარსულიდან მომავლისაკენ ქართული სული გამოგატანა. ხან მოთხრობა ხარ და ხანაც ლექსი და ყველა წიგნი გულით გატარებს, მოქარგულია ფურცლები შენით, დიდს გადაშლი,თუ სულაც პატარებს. შენ ანბანი...
More
ანბანი მაღალი მთიდან, წყარომ ანკარამ წვეთ-წვეთად მთიდან ბარში გატარა და წარსულიდან მომავლისაკენ ქართული სული გამოგატანა. ხან მოთხრობა ხარ და ხანაც ლექსი და ყველა წიგნი გულით გატარებს, მოქარგულია ფურცლები შენით, დიდს გადაშლი,თუ სულაც პატარებს. შენ ანბანი ხარ, ქართული სულით, ყველა მოთხრობის, ლექსის აკვანი, ოცდაცამეტი გასაღები ხარ, ქართული გენის სიტყვის საკანის. გოგებაშვილის „დედა ენა“ - ეს წიგნი ერის ბურჯია! - ხარობენ მამა-პაპანი, ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, ერის მეც ვზიდე ჭაპანი. მოფრინდა შავი მერცხალი ჭიკჭიკით, ყელმოღერებით და წიგნში, როგორც ბუდეში, ჩაფინა იის ღერები. პაწია წიგნი ბედიღბლით კიდობანს გამოემგვანა და, რაც შიგ გადანახულა, ის გადაარჩენს ქვეყანას. მე კი მგონია, ფრესკებზე ყრმა რომ ზის დედის კალთში, თუ „დედა ენას“ მიუტანთ, დიდივით კრძალვით გადაშლის, თითს გააყოლებს ასოებს: ვაზის ლერწს, ნამგალს, ნიამორს, ენას ქართულად აიდგამს და იტყვის: აი, იაო. იდიდე, წიგნო, იდიდე, ქართული სულის ლაზათო, ღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო. შოთა ნიშნიანიძე იოსებ ნონეშვილი - თუ დედ
Less