V წ ი გ ნ ი ტ ე რ ფ ს ი ქ ორ ე 1. სპარსელებმა, რომლებიც დარიოსმა ევროპეში დატოვა და რომელ-თაც მეგაბიძოსი განაგებდა, ჰელესპონტელთაგან პირველად დაიპყ-რეს პერინთოსელები; რადგან მათ არ ისურვეს დარიოსის ქვეშევრ-დომები გამხდარიყვნენ. სწორედ ამათ იყო, რომ უწინ...
More
V წ ი გ ნ ი ტ ე რ ფ ს ი ქ ორ ე 1. სპარსელებმა, რომლებიც დარიოსმა ევროპეში დატოვა და რომელ-თაც მეგაბიძოსი განაგებდა, ჰელესპონტელთაგან პირველად დაიპყ-რეს პერინთოსელები; რადგან მათ არ ისურვეს დარიოსის ქვეშევრ-დომები გამხდარიყვნენ. სწორედ ამათ იყო, რომ უწინ პაჲონებიც სას-ტიკად მოეპყრნენ; რადგან, ღმერთმა გამოუცხადა სტრიმონის მიდა-მოების მცხოვრებ პაჲონებს, ელაშქრათ პერინთოსელების წინააღმ-დეგ. მოპირდაპირედ დაბანაკებული პერინთოსელები, თუ მოუწო-დებდნენ მათ და სახელით უხმობდნენ, ამ შემთხვევაში უნდა დასხმოდნენ ესენი თავს; ხოლო თუ არ დაუძახებდნენ, არ უნდა დასხ-მოდნენ! პაჲონებმა ასეც გააკეთეს. როცა პერინთოსელები მათ პირ-დაპირ გარეუბანში დაბანაკდნენ, მათ შორის მოხდა სამმაგი ორთაბ-რძოლა გამოწვევით: შეებრძოლა კაცი კაცს, ცხენი ცხენსა და ძაღლი ძაღლს. პერინთოსელებმა ორ ბრძოლაში გაიმარჯვეს და გახარებუ-ლებმა პეანი შემოსძახეს. პაჲონებმა კი დაასკვნეს, რომ სწორედ ეს იყო ნაწინასწარმეტყველები და უთხრეს ერმთნაეთს: ”ახლა, აგვის-რულდება წინასწარმეტყველება და ახლაა წაღმა ჩვენი საქმე”-ო. პაჲონები დაესხნენ თავს, პეან
Less