გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის მთავარი თემა გაკვეთილის მთავარი თემა შეიძლება განვსაზღვროთ: 1. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიმართულებებისა და რეკომენდებული შინაარსის მიხედვით, 2. სახელმძღვანელოს ან სხვა სასწავლო მასალის მიხედვით, 3. სასწავლო პროცესში...
Plus
გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის მთავარი თემა გაკვეთილის მთავარი თემა შეიძლება განვსაზღვროთ: 1. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიმართულებებისა და რეკომენდებული შინაარსის მიხედვით, 2. სახელმძღვანელოს ან სხვა სასწავლო მასალის მიხედვით, 3. სასწავლო პროცესში გამოხატული ინტერესების მიხედვით. უმჯობესია, გაკვეთილის თემა შეკითხვის სახით ჩამოაყალიბოთ. შეკითხვის დასმა ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და კვლევა-ძიებისკენ გვიბიძგებს. სწავლების საფეხური რომელ კლასში არიან მოსწავლეები? მოსწავლეთა პროფილი რამდენი მოსწავლეა კლასში? არის თუ არა განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები (შეზღუდული შესაძლებლობის, ძნელად აღსაზრდელი, სასწავლო პროგრამაში ჩამორჩენილი ბავშვები, რომლებისთვისაც სწავლების ჩვეულებრივი ტემპი მიუღებელია) კლასში? გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა რით არის ეს გაკვეთილი აქტუალური? როგორ შეუწყობს ეს გაკვეთილი ხელს მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში? როგორ დაეხმარება ეს გაკვეთილი მოსწავლეებს წინარე ცოდნის გამოყენებაში? მომდევნო საკითხებზე დინამიურად გა
Moins