კრუხი და წიწილები ქოჩორა კრუხმა პირველად გამოიყვანა მინდორში თავისი პატარა შვილები. დედამ დაარიგა: - თუ საშიში რამე დაინახოთ, ჩემსკენ გამოიქეცითო. წიწილები ბალახში გაიშალნენ. -წია, წია! -იწივლა წიწილამ. გულგახეთქილი ქოჩორა მივარდა. ხედავს, წიწილა პატარა...
More
კრუხი და წიწილები ქოჩორა კრუხმა პირველად გამოიყვანა მინდორში თავისი პატარა შვილები. დედამ დაარიგა: - თუ საშიში რამე დაინახოთ, ჩემსკენ გამოიქეცითო. წიწილები ბალახში გაიშალნენ. -წია, წია! -იწივლა წიწილამ. გულგახეთქილი ქოჩორა მივარდა. ხედავს, წიწილა პატარა ჭიას თავს დასდგომია და ცახცახებს, -კრუხ, კრუხ! ნუ გეშინია! ეს ჭიაა. ჩაჰკარი ნისკარტი და შეჭამე! - უთხრა დედამ. -ვაი, ვაი! გვიშველე დედა, გვიშველე, მოდის! - მოისმა ხმა. ქოჩორამ წიწილების ახლოს მურია დაინახა. -ნუ გეშინიათ, ეს ჩვენი მურიაა, არაფერს გერჩით, -დაუკრუხუნა ქოჩორამ და ბზის ქექვას შეუდგა.. -ვაი, ვაი! ვიღაცამ თავზე წყალი გადმოგვასხა! - წიოდნენ წიწილები. -ნუ გეშინიათ, ცა მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა. ქოჩორამ წიწილები ხის ქვეშ შეიყვანა, ფრთები გაშალა და ქვეშ შეისხა. ნინო ნაკაშიძე
Less