საქართველო და ჯვაროსნები შინაარსი XI-XIII საუკუნეები საქართველოს პოლიტიკური სიძლიერის ხანაა. ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო ინტერესები მკვეთრად იზრდება. სწორედ ამან განაპირობა ევროპულ სახელმწიფოებთან მჭიდრო კავშირ-ურთიერთობების დამყარება. ჯვაროსნულმა...
More
საქართველო და ჯვაროსნები შინაარსი XI-XIII საუკუნეები საქართველოს პოლიტიკური სიძლიერის ხანაა. ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო ინტერესები მკვეთრად იზრდება. სწორედ ამან განაპირობა ევროპულ სახელმწიფოებთან მჭიდრო კავშირ-ურთიერთობების დამყარება. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა აჩვენა, რომ მახლობელი აღმოსავლეთი მათ ინტერესებშიც შედიოდა. საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ევროპელ რაინდებთან განპირობებული იყო იმით, რომ მახლობელ აღმოსავლეთში, საიდანაც მოდიოდა საქართველოსთვის სამხედრო საფრთხე, ძალთა ბალანსი დაცული იქნებოდა. 25.03.201 7 „მთელი ათას ხუთასი წელი ქრისტიანობა იმ პატრუქს წარმოადგენდა, რომელსაც ჩვენში დასავლური კულტურის სხივებით ანათებდა. და თუ ჩვენ საუკუნეთა განმავლობაში ევროპულ ცივილიზაციას ვიყავით ნაზიარები და პოლიტიკურად ევროპისკენ ვიცქირებოდით, ეს დიდწილად ქრისტიანობის დამსახურება იყო. არჩევანი არაერთხელ დადგა საქართველოს წინაშე. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი თუ როგორ წყვეტდნენ ქართველი პოლიტიკოსები ამ დილემას, არის ეგრისის მეფის გუბაზის მოკვლის შემდეგ, 554 წელს წარჩინებულთა კრებაზე გა
Less